ირაკლი ზარქუა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის მოადგილედ საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა დაინიშნა.

საკრებულოს თავმჯდომარის მადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა.

ირაკლი ზარქუას შემცვლელად და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ კი ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია დაინიშნა. გრიგოლიას შემცვლელად კი საკრებულოს წევრი ნინო ლაცაბიძე აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშიავარია ოკუპირებულ აფხაზეთში – გარდაცვლილია ერთი, დაშავებულია სამი ადამიანი
შემდეგი სტატიარუსეთმა, შესაძლოა, “განკითხვის დღე” გამოსცადა