ირაკლი ზარქუა: სტალინისტების მსგავსად ხვალ “ნაციონალური მოძრაობა”თავიანთი ლიდერის დაბადების დღეს აღნიშნავს

“ნაციონალური მოძრაობა” ხვალ ისევ აქციას აწყობს, ქაოსი უნდათ შემოიტანოს დედაქალაქის ქუჩებში და ნუ მოვიტყუებთ ნურავინ თავს, რომ ამ ხალხს სჭირდება სტაბილიზაცია. ხვალინდელი მათი აქცია ალბათ, უკავშირდება თავიანთი ლიდერის დაბადების დღეს, ისევე როგორც გორშიც იკრიბებიან სტალინისტები და თავიანთი ბელადის დაბადების დღეს აღნიშნავენ, აქეთაც შეიკრიბებიან თავიანთი ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად.

ამის უფლება აქვთ, ეს არ არის პრობლემა, პრობლემაა, რომ მოქალაქეებს დისკომფორტს ნუ უქმნიან. ზოგი მოდის, ბავშვებს ასეირნებს და ქუჩების გადაკეტვა და შეძახილები, ხომ ვნახეთ, რომ ამას არ აქვს გაგრძელება, ხომ ვნახეთ პირველი ტალღა ჩაფლავდა და ახლა მოიწვიეს კიდევ “კგბ”- ს გენერალი, ბიძამისი ბატონი ალასანია, ტყუილად შეაწუხეს კაციც”, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” ხვალინდელ აქციას.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: „ომიკრონის“ ორივე შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადეკანოიძე პრეზიდენტის ინიციატივაზე: მნიშვნელოვანია, პროცესი დასაწყისშივე არ დავაზიანოთ