ირაკლი ზარქუა – საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია, მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს

x

საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია. მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს, რასაც ჩვენ ვამბობთ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები საქართველოს მთავრობის მიდგომებს ემთხვევა.

„ის უბედურება და ტრაგედია, რაც ტრიალებს, მიუღებელია და ყველამ დავგმეთ. ომი უნდა დამთავრდეს, ეს პირველი ნაბიჯია. ვის რა როლი და ფუნქცია ექნება, ამას დავინახავთ. ომი და სისხლისღვრა უნდა დასრულდეს. გვიხარია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები ჩვენს მიდგომებს ემთხვევა და იზიარებს. კითხვებით ამერიკის ელჩს მიმართონ, რომელიც სხვათა შორის, არ ჩანს. ოპოზიციამ თავისი პრეტენზია გადაუგზავნოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აშშ მოუწოდებს კიევს, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის მესამე წლისთავზე გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან წაიღოს და მხარი დაუჭიროს აშშ-ის პროექტს, რომელსაც მხოლოდ ერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველო.

banner
წინა სტატიაშითიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 2025”
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა: ვენაცვალე ტრამპს და მასკს! სამართლიანობა მოდის!