ირაკლი ზარქუა: როდესაც არის სასამართლო განჩინება, უნდა აღსრულდეს, სხვაგვარად სამართლებრივ სახელმწფოს ვერ ავაშენებთ

მინდა მადლობა ვუთხრა გახარიას. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული პრემიერი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც ძალიან ბევრ გამოწვევას ღირსეულად გაართვა თავი. თუმცა, ეს გამოწვევები პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა. მიუხედავად ამისა, ნამდვილად მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკეთესი სახელმწიფო გვქონოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, პირადად ჩემთვის, ისევე როგორც უმრავლესობის წევრებისთვის, ცოტა გაუგებარი იყო და გული დაგვწყვიტა. თუმცა, ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ სამართლიანობა და სამართალი ამ ქვეყანაზე უნდა იყოს, ყველა ვთანხმდებით. ყველა ვთანხმდებოდით, მათ შორის უმრავლესობის სხდომაზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა განსხვავებული პოზიცია ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან მიმართებაში. გუნდს გვგონია, რომ როდესაც არის სასამართლოს განჩინება, ის უნდა აღსრულდეს. სხვაგვარად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ბატონი გახარია პარტიას ტოვებს. ეს თემა არც განხილულა და არც თქმულა. არ ვიცი, თუ რამეა თვითონაც გააკეთებდა დამაზუსტებელ განცხადებას“, – განაცხადა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშისერიოზულად გაბრაზებული, განერვიულებული და აღშფოთებული ვარ – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაანდრიუს კუბილიუსი – მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის, ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება