ირაკლი ზარქუა – ფულზე გაყიდული პარტიების ამოცანაა რევოლუციური სცენარი, რასაც მიხეილ სააკაშვილი უკვეთავს

ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე დასმულ კითხვას საერთაშორისო ტრიბუნიდან გაეცა პასუხი, როცა ითქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, სამართლიანი, დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

ამასთან, ზარქუა დარწმუნებულია, რომ დღევანდელი შეხვედრა შედეგიანად, შეთანხმებით დასრულდება და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

„მმართველი პარტია ყოველთვის ამბობდა, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. მოლაპარაკებების პროცესს ესკალაცია არ სჭირდება. მაქსიმალურად ყველა იმ დათმობაზე წავედით, რაც სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისი შეიძლება ყოფილიყო. ოთხჯერ გაიმართა ოპოზიციასთან დიალოგი, თუმცა რადიკალური ოპოზიცია მაშინაც, ახლაც და ალბათ, მომავლშიც თავის ნიშას ტოვებს მოლაპარაკებებზე. გუშინ ერთ-ერთმა მარგინალმა, ნათელაშვილმა დატოვა მოლაპარაკების მაგიდა – ასეთი ჯგუფების სფერო მოლაპარაკება არასდროს ყოფილა. ფულზე გაყიდული პარტიების და მათი ლიდერების ამოცანა ყოველთვის არის რევოლუციური სცენარი, რასაც მიხეილ სააკაშვილი უკვეთავს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – პროკურატურამ სიუჟეტით იხელმძღვანელა
შემდეგი სტატიასახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა