ირაკლი ზარქუა: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროში ცხადყოფს თუ როგორ შეიძლება საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ მსოფლიო გამოწვევების წინაშე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტში პრემიერ მინისტრის მონაწილეობას გამოეხმაურა.

„მნიშვნელოვანია ჩვენი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროში, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეხებოდა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენი გუნდის და ჩვენი ქვეყნის ლიდერი მსოფლიოს ლიდერებთან ერთად საერთო გამოწვევების წინააღმდეგ გეგმებს, პროგრამებს ვთავაზობთ, თუ როგორ შეიძლება საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ მსოფლიო გამოწვევების წინაშე. ეს არის ჩემთვის საამაყო, რომ ასეთ მნიშნელოვან, გლობალურ თემებში ჩვენი ქვეყნის როლი მნიშნელოვანია და ჩართულები ვართ“,-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიმიშა დაუშვილი ქართულ ოცნებას: თქვენ დაამარცხეთ არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ საქართველოს მოქალაქეები, კიდევ ერთხელ ისმის კითხვა, აი ამ ყველაფერზე, ამ მწარე რეალობაზე პასუხისმგებელი ვინ არის დღეს?!
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია – უმრავლესობას: მოდი, გავაგრძელოთ ურთიერთობა, როგორც თანასწორმა ადამიანებმა. მე მინდა თქვენთან თანამშრომლობა