ირაკლი ზარქუა: „პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია“

ირაკლი ზარქუა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს დღეებში „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებისგან შემოთავაზებებს ელოდებიან.

„გუშინ, პენსიონრების თემაზე, 5 ქალბატონი მოიყვანა. ოთხი მერე ჩვენ ჩაგვეხუტა, მადლობა სიმართლისთვისო, პოპულისტებთან რატომ მოვედითო. ახლა გაბოროტებული ეცა კახი კალაძეს და სიცრუის ტირაჟირება დაიწყო. გახსოვთ 2012 წელს პირადობები, რომ გააყალბა და ბიძამისი რომ დარბოდა, არ დაიჭიროთო, აი ეს ტიპია, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ გიორგი ვაშაძის განცხადების პასუხად.

banner
წინა სტატიაშივადაგასული მედიკამენტების გაყიდვა- ერთ-ერთ საწარმოს 99 239 ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: „ ღირსების არჩვენები 2012 წელს უკვე იყო და საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ძალიან მკაცრი განაჩენი გამოიტანა