21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: “ბელადი იქით “თუხთუხებს”, აქეთ “ტოპ ტვინები” მოჰყავთ — ზოგჯერ ვხალისობთ ხოლმე

x

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებულ საკადრო გადაადგილებებსა და პარტიაში ახალი სახეების მიერთებას სარკასტულად ეხმაურება. დეპუტატის თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესები მმართველი გუნდისთვის მხოლოდ ხალისის მომგვრელია.

ზარქუამ ოპოზიციაში მიმდინარე რეფორმებს „მშვენიერი პროცესი“ უწოდა და აღნიშნა, რომ რეალური ცვლილებები იქ არ ხდება.

„კოლექტიურ ნაცმოძრაობაში მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს, ბელადი [მიხეილ სააკაშვილი] იქით “თუხთუხებს”, აქეთ ახალი სახეები, “ტოპ ტვინები” მოჰყავთ… სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, უბრალოდ, ზოგჯერ ვხალისობთ“, — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საიდუმლო სამსახური: ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირს რეალური შედეგები მოაქვს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე: “ოცნება” მძევლებს აგროვებს – ეს ერთიანი სავაჭრო ლოტია, რომელიც ივანიშვილს დასავლეთთან სავაჭროდ გამოაქვს