29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ირაკლი ზარქუა “ნაციონალურ მოძრაობაზე”: იქ ისეთი პროცესები მიმდინარეობს, მტერს არ ვუსურვებ

x

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე რეფორმებსა და შიდაპარტიულ პროცესებს გამოეხმაურა. დეპუტატის შეფასებით, პარტიის მცდელობა, გადავიდეს მართვის ციფრულ მოდელზე, მათი „უბადრუკობის გამართლებას“ ემსახურება.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების ციფრულად ან სოციალური ქსელით ჩატარებით ცდილობს საკუთარი პატრონების წინაშე თავის მოწონებას, რათა პარტიაში მეტი დაფინანსება მოიზიდოს.

ზარქუა აცხადებს, რომ ოპოზიციურ სპექტრში (რომელსაც მან „ფანჩატური 3“ უწოდა) სერიოზული დაპირისპირებაა „კარენოი ნაცებსა“ და „ახალ ნაცებს“ შორის, რადგან ვერ თანხმდებიან, თუ ვინ იქნება მთავარი ლიდერი.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტს აქვს საფუძვლიანი პრეტენზია იყოს ლიდერი, რადგან მის გარეშე ეს პარტია არაფერს წარმოადგენს.

„ვინ იქნება ხელმძღვანელი, ნაკლებად საინტერესოა… თემა არის ის, თავიანთ პატრონებს თავი როგორ მოაწონონ, რათა პარტიაში მეტი დაფინანსება გადაქაჩონ. ეს არის ბელადის პარტია. მთავარი ოპოზიციური პარტია აღარ არის და ამას ვერ ეგუებიან. „ნაცების“ თემა ჩავლილია“, — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავას დეკლარაცია: მეუღლისგან ნაჩუქარი ბინები და 1 დოლარად მიღებული მიწა
შემდეგი სტატიაშვედეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხე პუტინის შემდეგაც იქნება