ირაკლი ზარქუა: მიხარია, რომ დღეს როგორც იქნა ჩამოყალიბდა ოპოზიცია – დიალოგს და კონსტრუქციულ დებატებს ალტერნატივა არ გააჩნია

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობამ. ჩვენ, უმრავლესობის წევრები, მთელი ამ თვეების განმავლობაში ერთ ხმაში ვამბობდით – მორჩით ამ კინკლაობას, დიალოგი და დისკუსია გავაგრძელოთ პარლამენტში. მიხარია, რომ დღეს როგორც იქნა ჩამოყალიბდა ოპოზიცია, დიალოგს და კონსტრუქციულ დებატებს ალტერნატივა არ გააჩნია. ასევე, მინდა მოგილოცოთ, რომ ოპოზიცია გათავისუფლდა სააკაშვილის და ბოკერიას მძევლობიდან. ეს უნდა ითქვას ცალსახად და ამას თქვენც აღიარებთ სხვადასხვა ეთერებში“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, უმრავლესობა მზად არის ოპოზიციის კონსტრუქციული შემოთავაზებები ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით განიხილოს.

„პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა ის გამოწვევები, რაც ქვეყანას ჰქონდა. ეს არის უმუშევრობა, მაღალი ინფლაცია, განკარგვადი შემოსავლების შემცირება ჩვენი მოსახლეობისთვის და სხვა. პირადად მე, ისევე როგორც ჩვენი გუნდი , მზად ვართ თუ იქნება კონსტრუქციული შემოთავაზება, ინიციატივა ეკონომიკის შესახებ, ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ განვიხილოთ. ეს არის მოსახლეობის დაკვეთა, ეს არის ჩვენი ამომრჩევლების ამოცანა, რომელიც დაგვისახეს და გაგვიხარდება თუ ამას თქვენთა ერთად, ყველა ეერთად გავიაზრებთ და გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე: მტრობის და დაპირისპირების, კუნთების ჩვენების გარეშე შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ პირველ ნაბიჯზე, რასაც ეხება ამნისტიის კანონი
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია – მინდა რომ ამ დარბაზში მსხდომი ხალხი სანამ მომავალში ერთმანეთის დაჭერაზე კურთხევას გავცემთ, დავფიქრდეთ