ირაკლი ზარქუა: მარგველაშვილის და ზურაბიშვილის შეხვედრა ძალიან კარგია

ექსპრეზიდენტ მარგველაშვილისა და ზურაბიშვილის შეხვედრა  ძალიან კარგია.პრეზიდენტის ინიციატივა მისასალმებელია და კეთილშობილურია, ამაღლებულია, ქართველისთვის, ქრისტიანისთვის ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, შერიგებისა და შემორიგებისთვის ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის 2012 წელს კოჰაბიტაციის ნაწილით, რომელიც იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციით და გვერდში დგომით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შერიგება არ ნიშნავდეს, რომ ადამიანებს, ვინც აწამებდნენ, კლავდნენ, ატერორებდნენ ბიზნესს, ახალგაზრებს ხოცავდნენ, მივუტევოთ და ციხიდან გამოვუშვათ. თუ ამას გულისხმობს, ეს მიუღებელია, როგორც ჩემთვის, რიგითი პოლიტიკოსისთვის, ასევე გუნდისთვისაც. “ნაცმოძრაობას” ასე ესმის, რომ პატიმარ სააკაშვილს მივუტევოთ და გარეთ გამოუშვათ. ეს არ არის სწორი დეფინიცია, თუ შერიგება არ დგას სამართლიანობაზე, ის ფუჭია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შერიგება, გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ მწვალებლებს ეპატიოთ დანაშაული და გარეთ გამოვუშვათ,”- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიეს დიდხანს ვერ გაგრძელდება – კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილს ხვდება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: „ომიკრონის“ ორივე შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს