ირაკლი ზარქუა, მამუკა ხაზარაძეს: ეჭვი მაქვს მამუკა ხაზარაძეს ციფრებს უმალავენ

„ეჭვი უნდა გამოვთქვა, რომ მამუკა ხაზარაძეს ციფრებს უმალავენ. წეღან თქვა, რომ ბიუჯეტს პრობლემა შეექმნებაო. ბატონ ხაზარაძეს მივმართავ, თიბისი ბანკი და ეს ჯგუფი, მათი სიძლიერე იყო იმაში, რომ ციფრებზე გვქონდა აპელირება და არგუმენტაცია ციფრებით მოგვყავდა. მე მგონი მას ციფრებს უმალავენ. პირველი კვარტალი ბიუჯეტის, მიუხედავად ამ პრობლემებისა, მიუხედავად იმისა, რომ საბოტაჟს უწყობდა ოპოზიცია ამ ქვეყანას, გადაჭარბებით შესრულდა – 101%-ით. მიუხედავად იმასა, რომ მთელი ექვსი თვე საბოტაჟს უწყობდით, მაინც დაიჯერეს ჩვენმა ინვესტორებმა და ხუთ თვეში 160 მილიონი შემოვიდა – პრივატიზაცია მიდის. საგარეო ვაჭრობა 4 მილიარდამდე ავიდა და 12% ზრდა მე მიხარია, ჩვენ გვიხარია, ალბათ თქვენც უნდა გაგიხარდეთ, წესით. წმინდა ექსპორტი გაზრდილია 25%-ით, მე მიხარია ეს და ძალიან ამაყი ვარ. და ბოლოს, ჩამოვყალიბდეთ ამ ციფრებზე. ერთ ციფრს მე სხვანაირად რატომ ვხედავ და თქვენ სხვანაირად. ეკონომიკური ზრდა რომ გვქონდა 44% აპრილის თვეში და საბოლოო ჯამში რომ დაჯდა იანვარი – აპრილი 8 % ზრდა, ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენმა პრემიერმინისტრმა ბავშვებს გაუორმაგა დახმარებები 50-დან 100 ლარამდე და მადლობა ამისთვის ღარიბაშვილს. ეს არის ციფრები“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი: ნატო-სთან დაკავშირებულ საპარლამენტო პოზიციას ყველა ვუერთდებით
შემდეგი სტატიავახტანგ მეგრელიშვილი ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა-ვინ არის დამნაშავე?