ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთში „ქართული ოცნების“ წევრების ბიზნესინტერესებს ეხება.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, სწორედ წინა ხელისუფლებამ ჩააბარა სტრატეგიული ობიექტები რუსეთს.

„შეგახსენებთ, წინა ხელისუფლებამ „თელასი“ რუსებს ჩააბარა, წყალკანალშიც ასევე მოიქცნენ. 2003 წლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება ,,ხრამ1“ ,,ხრამ2“ და ჩუბაისი. ჩვენი ოპონენტები საკუთარი შეცდომების გადმობრალების პრინციპს იყენებენ, თუმცა თავის მართლების რეჟიმში ვერ ჩაგვაყენებენ,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტი კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოში არჩეული ვიცე-პრეზიდენტია და რამდენიმე დღის წინ, ევროსაბჭოში ყირიმის შესახებ განცხადება გააკეთა, რომლის საფუძველზეც რუსეთი იძულებული გახდა შესწორებები შეეტანა.

ირაკლი ზარქუამ შალვა ოგბაიძის შესახებ ოპოზიციის განცხადებას ასევე აბსურდული უწოდა.

„კეთილი ინებოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მოიკითხონ, საკუთარი ბელადი მიხეილ სააკაშვილი, სად და როგორ მოღვაწეობდა, ასევე გრიგოლ ვაშაძეძეც მოიძიონ ინფორმაცია, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, საკრებულოს უმრავლესობის წევრებს რუსული ინტერესებისთვის არასოდეს უმსახურიათ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შალვა ოგბაიძეს შესაძლოა, რუსულ ბიზნესთან კავშირი ჰქონდეს. მისი თქმით, ოგბაიძეს თავის დეიდაშვილთან ერთად რუსეთიდან საქართველოში ავტომობილები ჩამოჰყავს.

ხაბეიშვილი ასევე საუბრობს საკრებულოს კიდევ ერთი წევრის, თამარ ტალიაშვილის შესაძლო რუსულ ბიზნესინტერესებზე.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის განცხადება ნიშნავს პოლიტიკური დევნის დაწყებას – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ტრაგიკომედიაა,რომ მომიტინგეთა პოლიტ-ბრალმდებლად გამოდის დეპუტატი ვოლსკი, თბილისში ნარკოტიზმის ცნობილი მამამთავარი