ირაკლი ზარქუა: ლაჩარია ყველა ვინც ექიმების რეპუტაციას ეჭვის ქვეშ დააყენებს

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, თავს ვიკავებდი საჯაროდ გამეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები, თუმცა, ზოგიერთი უპასუხისმგებლო და სამარცხვინო პოლიტიკოსის მიერ გმირი ექიმების შეურაცხყოფა ცდება ეთიკის ჩარჩოებს.
დღეს, ჩვენი ექიმები, ექთნები, ისევე როგორც, პოლიციელები, ჯარისკაცები თუ მესაზღვრეები იმყოფებიან ბრძოლის წინა ხაზზე და საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხოებაზე.

როდესაც ქვეყანა დგას ურთულესი გამოწვევევის წინაშე და მთავარი ამოცანა ადამიანის სიცოცხლეა, ლაჩარია ყველა, ვინც ექიმების რეპუტაციას ეჭვის ქვეშ დააყენებს და მათ ღირსებას შეეხება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა.

მსოფლიო პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ შეუფასაბელია თითოეული ექიმის ღვაწლი. მათ პროფესიონალიზმზე დგას ქვეყნის სტაბილურობა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ექიმების თაოსნობითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დავძლიოთ ყველა კრიზისი და ენერგია ქვეყნის განვითარებას მოვახმაროთ.

 

ირაკლი ზარქუა

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია : დღეის მდგომარეობით, 360 კოვიდინფიცირებული პაციენტი არის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 421 საწოლია თავისუფალი
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პურზე ფასი არ გაიზრდება