ირაკლი ზარქუა: კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით იმ პატარა პარტიებს, რომ თავიანთი ამომრჩევლის ხმა პარლამენტში გაახმოვანონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა კოლეგებისთვის მანდატების შეწყვეტის კომენტირებისას აცხადებს, რომ უმჯობესია, პარტიებმა ამომრჩევლის ხმა პარლამენტში გაახმოვანონ. ზარქუას თქმით, უმრავლესობაში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა პარლამენტს მანდატების გაუქმების შესახებ დიდი ხანია მიმართა. საკითხს საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 2 თებერვალს განიხილავენ.

ზარქუას თქმით, ის განსაკუთრებით პატარა პარტიებს გულშემატკივრობს.

“ნაწილი ემხრობა შეწყვეტას (მანდატების), ნაწილი გაგრძელების მომხრეა. ზოგადად, ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით იმ პატარა პარტიებს, რომ თავიანთი ამომრჩევლის ხმა პარლამენტში გაახმოვანონ. მე, პირადად, ვგულშემატკივრობ პატარა პარტიებს, რომელთაც ის განსხვავებული ხედვა უნდა შემოიტანონ, რაც ამომრჩეველმა დაუკვეთა”, – განაცხადა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიედუარდ მარიკაშვილი: ყველა სამართლებრივი გზით დავიცავთ ივერი მელაშვილის უფლებებს და ეს დაცვა/ბრძოლა იქნება უკომპრომისო
შემდეგი სტატიაელისაშვილი: პარლამენტში თავაწეულები შემოვედით, 4 პოლიტპატიმარი თავისუფალია