
მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ბიმთან და თავმჯდომარის მოადგილე პიტერ ჰარდერთან.
საუბრისას მთავარი თემები გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ პარტნიორობას შეეხებოდა. საპარლამენტო დელეგაციამ სენატორებს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში გადაწყვეტილებები რეალურ ფაქტებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ რეიტინგებს უნდა ეფუძნებოდეს, სადაც საქართველო მყარ, მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრა შედგა სენატორ მარილუმაკფედრანთან.
დეტალურად განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა და ქალთა გაძლიერების საერთაშორისო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და კანადას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას
















