ირაკლი ზარქუა – გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ თვითმარქვია „მადამ ფრანცუჟენკას“ გაუგებარი ინიციატივები, ჯერ ქარტიაო, ახლა წინააღმდეგობის ჯგუფიო, მგონია, ამათ „ეკაიფება“

გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ თვითმარქვია „მადამ ფრანცუჟენკას“ გაუგებარი ინიციატივები, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ხელმოცარული და ჩვეულებრივი აფიორაა.

„მგონია, ამათ „ეკაიფება“, ალბათ ასე შეიძლება შევაფასოთ. ჯერ რაღაც ქარტიაო, იქით-აქეთ დაარბენინებდა ამ ხელმოცარულებს და უსამშობლოებს, ახლა წინააღმდეგობის ჯგუფიო. იმ ქარტიაში რა, წინააღმდეგობის ჯგუფი არ ჰქონდათ? გამოჟონაო, რომ გვეძახდნენ და არ ვაღიარებთ და წინააღმდეგობა გავწიოთო. სხვა წინააღმდეგობა იყო ეტყობა. სინამდვილეში, ეს ქალბატონი ხელმოცარული და ჩვეულებრივი აფიორაა. რა ქნას, უნდა, პოლიტიკური თამაშიდან გავიდეს. რა დივიდენდებიც გასცა, ახლა იცის, რომ გაჭედილები არიან და როგორ გამოვიდნენ სიტუაციიდან, იგონებენ სიგიჟეებს. ახალგაზრდებს კიდევ მოუწოდებენ, ძალოვნებს დაუპირისპირდნენ? კიდევ საციხოდ უნდა გაუხადონ საქმე, ამისკენ არის მოწოდება? ძალიან ცუდ თემაში შევლენ. ამათმა ბიუჯეტიდან წინასაარჩევნოდ ფული უკვე აიღეს, რაც დახარჯეს, ის ფული მოგვთხოვეს და წაიღეს. მანდატები ჩვენ შევუწყვიტეთ, თორემ არ გამოვრიცხავ, ახლა პარლამენტში ყოფილიყვნენ. ის ჯიგარი თავის დროს ელოდება, რომ პარლამენტში შემოვიდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი არც ლიდერია, არ ლიდერული თვისებები აქვს, ის ვერ იქნება ამ რადიკალური დაჯგუფების გამაერთიანებელი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – მამუკა ხაზარაძემ ძალიან კარგად იცის თავისი წარსული, მას კონკრეტული როლი და ფუნქცია ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს