ირაკლი ზარქუა განცხადებას ავრცელებს

“მსურს, კიდევ ერთხელ განვმარტო და ავუხსნა საზოგადოებას ჩემი გუშინდელი გადაწყვეტილება.

რასაკვირველია, ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, თუმცა, როგორც დედაქალაქის საკრებულოს მე-6 მოწვევის წევრი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე.

მინდა აღვნიშნო, რომ ახლახანს ამირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, რაც დამატებით ვალდებულებებს მაკისრებს.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტი წარმატებით ახორციელებს ძალზედ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ძირეულად შეცვლის ჩვენი თანამოქალაქეების არსებულ მდგომარეობას უკეთესობისაკენ.

დედაქალაქის მასშტაბით ხორციელდება ფუნდამენტური რეფორმები: მათ შორის, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული, სოციალური და გარემოს დაცვითი მიმართულებებით. თბილისს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება; წარმატებით დასრულდება ტაქსებისა და ზონალური პარკირების რეფორმა; მიმდინარეობს მეტრო სადგურების განახლება; დედაქალაქის მასშტაბით გრძელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები – აქტიურ ფაზაშია ჭავჭავაძის გამზირისა და კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია. იდგმება ქმედითი ნაბიჯები ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით – ეწყობა სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცეები, სპორტული მოედნები და მულტიფუქციური ცენტრები.

ჩემთვის და საკრებულოს თითოეული წევრისათვის განსაკუთრებული გამოწვევაა, თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი მეტად ორინეტირებული იყოს საზოგადეობის ინტერესებსა და მათ სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებზე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემი გადაწყვეტილება – დავრჩე დედაქალაქის საკრებულოში, ნიშნავს ბოლომდე ერთგულად ვემსახურო თბილისს.

მომავალ დეპუტატს კი წარმატებას ვუსურვებ საპარლამენტო საქმიანობაში. მნიშვნელოვანია, რომ სადაც ვართ, ღირსეულად და პატიოსნად ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლისათვის!-წერს ირაკლი ზარქუა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წაუყენა
შემდეგი სტატიაილია მეორე დავით გარეჯთან დაკავშირებით მთავრობას წერილით მიმართავს