20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ირაკლი ზარქუა: ევროპარლამენტში არიან ლობისტური ჯგუფები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ დაქირავებული ჰყავს

ევროპარლამენტში არიან „ნაცმოძრაობის“ დაქირავებული ლობისტური ჯგუფები, რაისა კომუნისტკა ოდითგანვე ცნობილია, დანარჩენი: მარგარიტა, კუბილიუსა – ნაკლებად საინტერესოა, რას იტყვიან, ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვაკეთებთ,– ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „რაისა“ კომუნისტკა, რომელიც ნოტაციებს კითხულობს, გორბაჩოვის პარტნიორი იყო „პერესტროიკის“ დროს.

„ევროპარლამენტში არიან ლობისტური ჯგუფები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ დაქირავებული ჰყავს. იცით, მილიონობით დოლარს იხდიდნენ.

რაისა კომუნისტკა ოდითგანვე ცნობილია, დანარჩენი: მარგარიტა, კუბილიუსა…ყველა ესენი „ნაცმოძრაობის“ მეგობრები არიან. დაქირავებული თუ რა არის, ეს სხვა თემაა. ბუნებრივია, მათი ამოცანა რა არის – რეზოლუცია რეზოლუციაზე. გახსოვთ, ევროპარლამენტში მიაღებინეს რეზოლუცია, რომ სააკაშვილს ვკლავდით, ვწამლავდით. რომელიმემ ან სიგიჟესა და სიცრუეზე ბოდიში მოიხადა? კაცი, ჯანმრთელი, საღ-სალამათი რევოლუციას გვიანონსებს. რომელიმემ ბოდიში მოიხადა? ისევ ორმაგი სტანდარტი აქვთ. რაისა „კომუნისტკა“ რომ ნოტაციებს გვიკითხავს, ქალბატონი გორბაჩოვის პარტნიორი იყო „პერსტროიკის“ დროს, ეგ და კუბილიუსი. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, ესენი რას იტყვიან. ესენი არიან დაკვეთის შემსრულებლები, ადგილობრივი უსამშობლოები ჰყავთ აფინანსებენ და შესაბამისად ხდება ეს ორომტრიალი.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვაკეთებთ. ეს არის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ამის დამსახურებაა, რომ მთელი მსოფლიო ცეცხლის ალშია, გადანაწილება მიმდინარეობს მსოფლიოში, საქართველოში კი სიმშვიდე“, – აღნიშნა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაში36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოთქვეს განზრახვა, შეუერთდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: როგორ შეიძლება გავლენიან ფიგურად გამოაცხადო ვიღაც შაიშმელაშვილი?