25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

ირაკლი ზარქუა და რევაზ სოხაძე სოფელ ლიაში ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების სტრატეგიულ ობიექტს გაეცნენ

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ირაკლი ზარქუასა და ილია ინჯიასთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების სტრატეგიულ ობიექტს ადგილზე გაეცნო.

მინისტრთან ერთად ობიექტზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სოფელ ლიაში, დაახლოებით 9 ჰექტარ ფართობზე, განთავსებულია რვა მოქმედი ჭაბურღილი, რომლებიც ქალაქ ჯვრის მოსახლეობას სასმელი წყლით ამარაგებს. თუმცა, მდინარე ენგურში წყლის დონის მატების პერიოდში ტერიტორია პერიოდულად იტბორება, რაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის მიზნით დაგეგმილია ჭაბურღილების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება. პროექტის მიზანია ინფრასტრუქტურის დატბორვისგან დაცვა და ქალაქ ჯვრის მოსახლეობისთვის საიმედო და უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა და თანმხლებმა პირებმა ადგილზე შეაფასეს არსებული ვითარება და დაგეგმილი სამუშაოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუამ და რევაზ სოხაძემ წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი პედაგოგებსა და მშობლებს წარუდგინეს
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუამ და რევაზ სოხაძემ წალენჯიხის №5 საჯარო სკოლის დასრულებული პროექტი დაათვალიერეს