ირაკლი ზარქუა: ჩემი აზრით ყველანაირი გონივრული ვადა მიეცა ოპოზიციას

ჩემი აზრით ყველანაირი გონივრული ვადა მიეცა ოპოზიციას, რომ ეფიქრათ. აქ საუბარია, რომ ის პატარა პარტიები, რომლებსაც პირადად ვგულშემატკივრობ მგონია, რომ სწორი იქნება, იყვნენ პარლამენტში და თავიანთი ამომრჩევლების აზრი გაახმოვანონ. მგონია, რომ შანსი კიდევ უნდა მიეცეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

დეპუტატს მიაჩნია, რომ ახლა ქვეყანაში რევოლუციის დრო არ არის.

„რევოლუციების დრო არ აქვს ამ ქვეყანას, არც სჭირდება და არც საფუძველი არ არის ამის. არ უნდა გახდნენ პატარა პარტიები სააკშვილის მძევლები, რადგან სააკაშვილის ინტერესი არ არის პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება, მისი ინტერესია რევოლუციური ხედვა და რევოლუციური გზა. რევოლუციების გზა, ეს კინო ნანახი გვქვს. მთავარი გამოწვევა ჩვენი მოსახლეობის ის კი არ არის, შევა თუ არა ვიღაც პარლამენტში, არამედ უმუშევრობას, დასაქმებას როგორ ვუმკურნალოთ და ჩვენი მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლი როგორ გავზარდოთ. ვისაც უნდა შემოვიდეს, ვისაც არ უნდა თავი დაგვანებოს“, – განაცხადა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის მთავრობამ ვაქცინების მარაგთან დაკავშირებით გარანტიები მიიღო
შემდეგი სტატიალომჯარია: ივერი მელაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს