ირაკლი ზარქუა: ახლა ვუსმენდი ნაციონალური ტრაგედიის წარმომადგენელს გიორგი ვაშაძეს, რომელიც გადაბარგდა „ნაცებში“ და ხაბე ჩააჩოჩა

„ახლა ვუსმენდით ნაციონალური ტრაგედიის წარმომადგენელს, გიორგი ვაშაძეს, რომელიც ყელმოღერებით, გამოდიოდა თითქოს დიდი მხარდამჭერი იყოს ან პენსიონერების ან სოციალურად დაუცველების, ეს ადამიანი იყო იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანი, როდესაც პენსიონერებს 150%-იანი სესხი გაუხადეს, ღიმილიანი საქართველო რომ დაარქვეს და კბილები დააძრეს პენსიონერებს, ის იყო ერთ-ერთი ავტორი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე გიორგი ვაშაძის მისამართით.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე პარლამენტში 5 კაცით შემოვიდა, ყველა გაექცა და მხოლოდ ერთი წევრი დარჩა.

„ვაშაძე 5 კაცით შემოვიდა პარლამენტში და მხოლოდ ის შემორჩა, მსხვერპლი რომ ჰყავს – პაატა მანჯგალაძე. დანარჩენი დაეშალა, ახლა გადაბარგდა „ნაცებში“ და ხაბე ჩააჩოჩა. ახლა კი უნდა, იმ ჯიგარს, ევროპელებს რომ ძარცვავს, ხელისუფლებაში მოვიდეს. ერთმანეთს რომ არ ენდობიან ისეთი ხალხია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე შეფასებით, პოპულისტებს არასდროს მისცემენ საშუალებას საზოგადოება მოატყუონ. „ამათი დრო წასულია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიგახარიას გუნდს მოვუწოდებ, თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს იმპიჩმენტის საკითხზე, რაც სრულიად უსაფუძვლოა – ბოკუჩავა
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა კონფერენციას – „საქართველო და დანია: ორი პატარა სახელმწიფო ცვალებად მსოფლიოში“