ირაკლი ზარქუა „ახალის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე: ლუზერების გაერთიანებაა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ გაერთიანებას გამოეხმაურა და „ლუზერების გაერთიანება“ უწოდა.

„ლელომ“ გაიაზრა, რომ ისედაც ნაცებს მეძახიანო და ახლა თქვეს, რომ გადავრჩეთო, ცალკე გავიდეთო. არ გამორიცხოთ, გახარიასთან გაერთიანდნენ. ხომ გახსოვთ, ერთმანეთს როგორ ებრძოდნენ? ერთი პერიოდი, იქნებ ერთობლივად გავიდეთო. რა მარაზმთან გვაქვს საქმე.

მორალის გარეშე დარჩენილი პარტიებია. სამივე არის ლუზერების გაერთიანება და სამივეს აქვს ნული მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოების მხრიდან, ხოლო მარგინალური ჯგუფებიდან, პატრონებიდან, იქნება ალბათ დაფინანსებაც და შესაბამისი მხარდაჭერაც,“ – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სპეცსამსახურების განცხადებები ერთი-ერთში იმეორებს “ოცნების” გზავნილებს – სამადაშვილი
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია სააკაშვილზე: მიშას წინასაარჩევნოდ სულ ღალატობენ, ახლაც ღალატის პროცესია