ირაკლი ტორუა: ,,ცვლილებები განხორციელდა რუსებისთვის და არა ქართველებისთვის”

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 5000-ზე მეტ ადამიანს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა-მინიჭებაზე.

მიუხედავად გამოცდებზე მიღებული უმაღლესი ქულებისა, მიუხედავად ბევრი დამსახურებისა ქვეყნის წინაშე, მიუხედავად საერთაშორისო აღიარებისა სპორტში, კულტურასა და მეცნიერებაში, ისინი მოქალაქეობას რატომღაც ვერ იღებენ. რაც მიგვაჩნია, რომ არის არასამართლიანი დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ და ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. ” – აცხადებს
იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაცია „დევნილები დევნილებისათვის“ ხელმძღვანელი ირაკლი ტორუა.

მისივე განცხადებით, ასოციაციის მხრიდან გაკეთდა წერილობითი მოთხოვნა, რომელიც გაეგზავნება
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს და ასევე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

„მოქალაქეობის პროცედურული გამარტივება“ ჩვენი თანამემამულეებისთვის არაფერს ცვლის! ეს ცვლილებები განხორციელდა რუსებისთვის და არა ქართველებისთვის.

,,ჩვენს მიერ პრეზიდენტის სახელზე შესულ წერილს 2 ათას 570-მა დევნილმა მოაწერა ხელი. პრეზიდენტმა ერთ-ერთ გამოსვლაში, თითქოს მხარიც დაგვიჭირა და მთავრობას მოუწოდა პრობლემის მოგვარებისკენ, მაგრამ ესეც ცარიელ რიტორიკად დარჩა.” – აცხადებს ირაკლი ტორუა.

მისი განმარტებით, საქართველოდან მოქალაქეთა მასობრივი გადინების ფონზე, დევნილებისთვის მოქალაქეობაზე უარის თქმა სხვა ყველაფერთან ერთად, უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.
რეალური ცვლილებებისთვის კი როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საჭიროა უპირობოდ დაუბრუნონ მოქალაქეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ, ემიგრაციაში მყოფ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც იყვნენ და შეუჩერდათ საქართველოს მოქალაქეობა.

„მოქალაქეობის პროცედურული გამარტივება“ ჩვენი თანამემამულეებისთვის არაფერს ცვლის! ეს ცვლილებები განხორციელდა რუსებისთვის და არა ქართველებისთვის.

მოვითხოვთ მე 17 მუხლში ცვლილებების შეტანას და საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული მოქალაქეებისთვის და მათ ოჯახის წევრებისთვის, მოიხსნას ყველანაირი გამოცდა-ტესტირება. მიექცეს ყურადღება კომისიის მუშაობას, რომელიც უდიერად ეპყრობა ჩვენს თანამემამულეებს და ახდენს მათ დისკრიმინაციას. გათვალისწინებული იყოს მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების ნორმები.

დევნილებმა ერთხელ უკვე დავკარგეთ სამშობლო, ნუ გვაკარგვინებთ მას სამუდამოდ.” – ნათქვამია ირაკლი ტორუას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც ექნება
შემდეგი სტატია“პრიგოჟინი ეშმაკეულისგან შეპყრობილია”, – სტრელკოვი