ირაკლი თავართქილაძე – დავით სოკოლოვს ახა­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუს­ში თეთ­რი კარ­კა­სის მდგო­მა­რე­ო­ბით 2 ბინა შევთავაზეთ

თბი­ლი­სის მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი ირაკ­ლი თა­ვარ­თქი­ლა­ძე და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სო­კო­ლო­ვის ბი­ნის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, და­ვით სო­კო­ლოვს ვა­კე­ში, ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მისი და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ბი­ნის სა­ნაც­ვლოდ, შეს­თა­ვა­ზეს სა­ბურ­თა­ლო­ზე, ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუს­ში ორი ბინა, რა­ზეც მან უარი გა­ნა­ცხა­და.

“ახა­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუს­ში თეთ­რი კარ­კა­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, 2 ბინა, ჯამ­ში 112 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი შევ­თა­ვა­ზეთ. ეს შე­თა­ვა­ზე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და სამ­ხა­რა­უ­ლის მიერ შე­ფა­სე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მისი სა­მო­მავ­ლო ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც ახლა ჰა­ე­რის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, შე­ფას­და კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი 2 000 ლა­რად და ამის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში, დას­რუ­ლე­ბუ­ლი ორი ბინა შევ­თა­ვა­ზეთ სა­ნაც­ვლოდ. სამ­წუ­ხა­როდ, მისი მხრი­დან უარი იყო გა­ცხა­დე­ბუ­ლი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა მო­ნაც­ვლე­ო­ბის ნა­წილ­ში შე­თა­ვა­ზე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია და იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბას მო­ი­ცავს, რა­საც დღეს მისი სა­კუთ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მო­ი­ცავს” – აღ­ნიშ­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძემ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე თქმით, რა­ტომ გა­ნა­ცხა­და უარი სო­კო­ლოვ­მა შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, მის­თვის უც­ნო­ბია.

და­ვით სო­კო­ლო­ვი ვა­კე­ში მდე­ბა­რე მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში წლე­ბია ელო­დე­ბა ბი­ნის მი­ღე­ბას. ამის გამო, ამ­ჟა­მად ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობს. მი­სი­ვე თქმით, ის გა­და­სა­ხადს იმ 1000 ლა­რი­დან იხ­დის, რო­მელ­საც ყო­ველ­თვი­უ­რად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან იღებს.

banner
წინა სტატიაშისადახლოსთან, მანქანაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაკოლეგებთან ნებისმიერი არგუმენტებით კამათი აზრს კარგავს, რადგან არსებობს შიდაპარტიული ზეწოლა