პოსტის წერა რომ დავიწყე, მერეღა მივხვდი, რომ უ-ვრცელესი და უ-მძიმესი პოსტი გამომივიდოდა… აი, ისეთი, არავინ რომ არ წაიკითხავს.
არადა, “მოკლედ” ასე შეიძლება თქმა:
დღეს გაგრძელდა ერთპიროვნული მმართველობის უმავნესი ტრადიცია… მნიშვნელობა არ აქვს, მართალია თუ არა ამ აბურდულ საქმეში ვინმე ქიბარ ხალვაში – თავად წამღლეტი პირი, ამასთან, მონა სააკაშვილისა გუშინ და მონა ივანიშვილისა – დღეს! …
დღეს მნიშვნელობა აქვს, რომ ტელეარხებიდან ვეღარ მოვისმენთ ხელისუფლების მიერ დახურულ ინფორმაციას… იქნება მეტი და მეტი ტაბუ… ტაბუ და ინფორმაციის დახურვა, აგრეთვე, კრიტიკის შეზღუდვა… და იქნება პატარა სუსურუკუ, რომელსაც ჰქვია დაბეჩავებულ, ხელისუფლებაზე დამოკიდებული საზოგადოების ქვეყანა.
ეს არის ქვეყნის დეინსტიტუციონალიზაცია.
დეინსტიტუციონალიზაცია არის რუსეთის არჩევანი. დღეს მოხდა რუსული სცენარი!
(მე აქ სააკაშვილს არ ვიცავ… ერთი მაგის …)
და ახლა კითხვა – ეს უნდა დავმალლოთ?
უნდა დავმალოთ და გავუფრთხილდეთ თბილ და ტკბილ სკამებს?
მე ამას არ ვაპირებ.
მთავარი არის ისტორიული სიმართლე ან სიმართლე ისტორიაში.
ასე იყო 2012 წლამდეც და ასე იქნება ჩემთვის 2012 წლიდან ვიდრე ჩემ ბოლომდე!-წერს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.