ირაკლი ტაბლიაშვილი: ჩემივე აზრით, ახლა უკვე მინერალების თაობაზე ხელმოწერაც ვეღარ განმუხტავს ვითარებას!.. ტრამპს სურს “პაკლონი”… უფრო ზუსტად, ბოდიში!

აღსრულდა ნება პუტინისა! უკრაინისათვის სამხედრო დახმარება შეჩერებულია!

… და რომ მოკვდება კიდევ მეტი უკრაინელი, ამაზე პასუხისმგებელი იქნება… პუტინი, ცხადია! თქვენ ვისზე იფიქრეთ?.. მხოლოდ პუტინი!..ამის მოუხედავად, მაღალი ალბათობით, გაიზრდება წნეხი პრეზიდენტ ტრამპზე – ჩემი აზრით, მას ეს დიდად არ აღელვებს! გადაკეტო ბროდვეი თუ გინდა უწყვეტად, მისთვის იგივეა, რაც ივანიშვილისათვის რუსთაველის უწყვეტად გადაკეტვა! ტრამპი გოლფს თამაშობს; მეორემ, მგონი, არც იცის რაა გოლფი.

ჩემივე აზრით, ახლა უკვე მინერალების თაობაზე ხელმოწერაც ვეღარ განმუხტავს ვითარებას!.. ტრამპს სურს “პაკლონი”… უფრო ზუსტად, ბოდიში! დაახლოებით ისე ითხოვს ბოდიშს ზელენსკისგან, როგორც კობახიძე ითხოვდა მზია ამაღლობელისაგან. მოკვდეს მზია! იყო “ოცნების” მესიჯი! “დაღუპულა უკრაინა” – არის არა ამერიკის, არამედ, ამ ადმინისტრაციის მესიჯი ჯერჯერობით.

რა გამოსავალი ჰქონდა მზიას? შიმშილობა უნდა შეეწყვიტა! ოღონდ, თავი არ უნდა დაეხარა! ასეც გააკეთა! გაიმარჯვა! ისტორიულ კონტექსტში თორემ, ბიძინიზმზე გამარჯვებამდე ჯერ შორია!

რა გამოსავალი აქვს უკრაინას?.. ზელენსკის?.. უნდა იბრძოლოს უკრაინამ ბოლომდე! რაც, ცხადია, რთულია!

და თუ კონკრეტულ გამოსავალზე ვისაუბრებთ, ტრამპს, ბოდიში, ცხადია, არ უნდა მოუხადოს! არა მხოლოდ იმიტომ, რომ საბოდიშო არაფერი აქვს! და არც მხოლოდ იმიტომ, რომ ამგვარი ბოდიშები დემორალიზებას იწვევს! არამედ, იმიტომაც, რომ “პრიჩინაზე” მყოფებისათვის თავდახრა უშედეგოა! შეიძლება გითხრან, იხტუნავეო… სამშობლოსთვის იხტუნავებ კიდეც! მაგრამ… რა მერე? ჩახდას აღარ გთხოვენ?

ღირსებააყრილი კი ისტორიასაც აღარ სჭიედები!

ჰოდა, რა გამოსავალი აქვს ზელენსკის?

სიგიჟეს ვიტყვი – ოვალურ კაბინეტში უნდა მოითხოვოს შეხვედრა პუტინთან! სამნი იქ…”-, წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზების გადაწყვეტილება მოკავშირეებთან კონსულტაციის და მათი ინფორმირების გარეშე მიიღო
შემდეგი სტატიავენსი ამტკიცებს, რომ აშშ-ს ეკონომიკური ინტერესები უკრაინაში უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა