ირაკლი ტაბლიაშვილი: „ამას უნდა დაერქვას “გრუზინთა” ან “გრუზინული მარში”

ირაკლი ტაბლიაშვილი–

„ამას უნდა დაერქვას “გრუზინთა” ან “გრუზინული მარში,“ – ასე აფასებს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი 14 ივლისს დაანონსებულ ე.წ. “ქართველთა მარშს”. ის ოკუპაციის წინააღმდეგ გასამართი აქციას მიესალმება, რომელიც ასევე, 14 ივლისს იმართება.

„ამას უნდა დაერქვას “გრუზინთა” ან “გრუზინული მარში”, პირდაპირ გეტყვით, არა “ქართველთა მარში” იმიტომ, რომ ასე მისაკუთრება სახელწოდების და ქართული ეთნოსის ან ქართველი ერის სახელით საუბარი არ შეიძლება. რასაკვირველია, არცერთ ჯგუფს არ აქვს ამის უფლება და არ აქვს განსაკუთრებით ქსენოფობიით, სიძულვილის ენით გამორჩეულ ადამიანებს,“ – განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

ირაკლი ტაბლიაშვილი აცხადებს, რომ ბოლო დროს ე.წ. საზღვრის კიდევ ერთხელ გადმოწევის ფაქტის შედეგად ცნობილი გახადა, რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის მოთმენას.

„ამიტომ რუსეთი, პრინციპში, გვეუბნება ასეთ რამეს, რომ მე გადმოკვეთ, მე 500-მდე მეტრი დამარჩა იმისთვის, რომ გადაგჩეხოთ შუა წელში, შუა გზაზე, გორთან როგორც გადაგჩეხეთ 2008 წელს და ამ დროს და ეს კონტექსტუალურ კავშირშია იმასთან, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი, მცირე ჯგუფი, თუნდაც დიდი ჯგუფი, კონსტიტუციურ საკუთარ უფლებას და ვერ დაუშლი, რასაკვირველია, გამოდის და აპროტესტებს იმას, რაც გასაპროტესტებელი, ამას ნოყიერი ნიადაგი რეალურად არ აქვს,“ – განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. “ქართველთა მარშზე” არ არის გამორიცხული, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიტალახში ჩაძირული რუსული როკ-ფესტივალი (ფოტო-ვიდეო)
შემდეგი სტატიაარინა თავაქარაშვილი: ყველას გვაკვირვებს ხელისუფლების მდუმარება