ირაკლი შოთაძის თქმით ალეკო ელისაშვილის საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა

მთავარი პროკურორი ალეკო ელისაშვილის შეწყალების კომისაში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესი დასკვნით ეტაპზეა. შოთაძის თქმით დარჩენილია მხოლოდ ექსპერტიზის დასრულება. ეს განცხადება შოთაძემ სტრასბურგში გააკეთა, სადაც ის სასამართლოებთან დაკავშირებულ კონფერენციას ესწრებოდა.

“მე რომ წამოვედი ველოდებოდი ექსპერტიზის დასკვნას. მას შემდეგ რაც მზად იქნება ექსპერტიზის დასკვნა საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული იქნება და ჩვენ შეგვეძლოება საზოგადოებას მივაწოდოთ გამოძიების შედეგების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.

შოთაძე ასევე განმარტა ალეკო ელისაშვილის ანასტასია ზაუტაშვითან ციხეში ვიზიტის სამართლებრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ელისაშვილს ამისათვის პროკურატურის ნებართვა არ ესაჭიროებოდა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ გარდაბნის მე-2 საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს მერია პრეპარატ “ჰერცეპტინს” დაუფინანსებს