ირაკლი შოთაძის სახელი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან

ირაკლი შოთაძის სახელი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან, მისი მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით იყო ეფექტური, –აცხადებს  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი

მისი თქმით, ეს არის მიზეზი, რის გამოც ოპოზიციისგან განსაკუთრებული კრიტიკა ისმის.

„თუ ვინმე ეწინააღმდეგებოდა, ისინი იყვნენ, ვინც ქართველ ხალხს სამართლიანობა წაართვა. პროკურატურა მართული წინა ხელისუფლების პირობებში იყო, როცა მთავრობას ექვემდებარებოდა. რეფორმის შედეგად გენერალური პროკურორის ინსტიტუტს განსაკუთრებული დამოუკიდებლობა მიენიჭა და ნებისმიერი პროცესი, რომ ეს საპირისპიროდ წარმოაჩინონ, პოლიტიკური და პარტიული მიზნებით არის გამოწვეული, რაც ოპოზიციას გააჩნია“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, ირჩევს პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმს, თუ მუშაობას.

„როცა მანდატი გაქვს და მოქალაქეების მიერ არჩეული ხარ, ვალდებული ხარ, მანდატი უფლება-მოვალეობის შესრულებისთვის გამოიყენო. როცა ამას თავს არიდებ და ცდილობ, მხოლოდ პროვოკაციებით იმოქმედო, ეს პოლიტიკურად წამგებიანია, პირველ რიგში მათთვის“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – გენერალური პროკურორის არჩევის ფორმალურ პროცესს არ დავესწრები
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა: ივანიშვილი შოთაძეს პოლიტიკური დევნის გასაგრძელებლად აბრუნებს