ირაკლი შოთაძე: თითოეულ საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია, პასუხისმგებლობას ვიღებ

არის რამდენიმე თვითმხილველი იმისა თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან–ირაკლი შოთაზე

თითოეულ საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია, პასუხისმგებლობას ვიღებ, – ამის შესახებ განცხადება მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

“თითოეულ საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია, პასუხისმგებლობას ვიღებ. პასუხისმგებლობისთვის თავი არასოდეს არ ამირიდებია და ამას არც ახლა არ ვაპირებ. რაც შეეხება გაუხსნელ საქმეებს, გამოძიება პროცესია, რომელიც მიმართულია შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისკენ, მას მისი სამართლებრივი პროცედურები აქვს. ყველაფერს თავისი წესი აქვს. სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიტიკური სპეკულაციები უსაფუძვლო იქნება და ეს მაშინ გამოჩნდება, როცა მე თითოეულ კითხვას პასუხს გავცემ”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” 60 მტერი- სიაში საქართველო არ არის
შემდეგი სტატიარუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა