ირაკლი შოთაძე : სიძულვილის მოტივით განპირობებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით ეფექტურია

სიძულვილის მოტივით განპირობებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით ეფექტურია,- ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთ საქმეებზე მუშაობა პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

“სიძულვილის მოტივით განპირობებული დანაშაულებების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. მოხდა ჩვენი თანამშრომლების გადამზადება ამ მიმართულებით, რათა სისხლის სამართლებრივი დევნა მსგავს დანაშაულებებზე ჩვენი მხრიდან იყოს მაქსიმალურად ეფექტური. გამოცემულია შესაბამისი რეკომენდაცია. სტატისტიკური მონაცემებით, წინა წლებთან შედარებით ჩვენი ბრძოლა გაცილებით ეფექტურია ამ მიმართულებით“,-აღნიშნა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა სამინისტროში მუშაობას შეუდგა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს ყოფილმა მინისტრმა ქუმსიშვილმა წარუდგინა