“ირაკლი შოთაძე პოლიტიკური დაკვეთის შესრულებისთვის დააწინაურეს”

alasania

ირაკლი ალასანია მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცებას ეხმაურება. თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ინტერვიუ გაზეთ კვირის პალიტრას მისცა.

ალასანია მიიჩნევს, რომ შოთაძე პოლიტიკური დაკვეთის შესრულების სანაცვლოდ დააწინაურეს.

“ერთი წლის წინ ვთქვი, რომ პოლი­ტიკური დაკვეთების შესრულების სანაცვ­ლ­ოდ შოთაძეს მთავარ პროკურორობას­ შეჰპირდნენ­. მან წარმატებით გააგრძე­ლა ადეიშვილის ტრადიცია, თუმცა, დაკვ­ეთების­ აღსრულებაში მოიკო­ჭლებენ. დღეს ეს უწყება გაუცხოებულია საზოგადოებასთან,­ რაშიც ამ ყმაწვილს დიდი წვლილი მიუძღვის”, – აღნიშნა ალასანიამ.

ამ პროცესს ალასანია სიყალბესა და ფარსს უწოდებს, რომლის ნაწილიც მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გახდა. წულუკიანი პოლიტიკაში მოსვლისას ალასანიას გუნდის წევრი იყო.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა მებაჟე ოფიცერი და სამი თანამზრახველი დააკავა
შემდეგი სტატიარეჟისორი გუგული მგელაძე გარდაიცვალა