ირაკლი შოთაძე : პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტში განთავსების საქმეზე სხვადასხვა ქვეყანაში 20-ზე მეტი შუამდგომლობაა გაგზავნილი

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტში განთავსებასთან დაკავშირებით სხვდასხვა ქვეყანაში 20-ზე მეტი შუამდგომლობაა გაგზავნილი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ვიდეომასალა საქართველოდან ატვირთული არ არის და შესაბამისი უფლების გარეშე, სხვა ქვეყნებში საგამოძიებო პროცედურები ვერ დაიწყება.

„ამ საქმეზე საჯარო მოხელეები ისინი პასუხისგებაში არიან მიცემული და მათ მიმართ სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს. რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში კადრების გავრცელების შესახებ გამოძიებას, ეს გამოძიება გრძელდება. მესმის, რომ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ზოგადად მსგავსი საქმეების სპეციფიკა განსხვავებულია. ჩვენ გვაქვს 20- ზე მეტი სამართლებრივი შუამდგლობა გვაქვს გაგზავნილი არაერთ ქვეყანაში. თუ იმ ქვეყნებიდან ვერ მივიღებთ შესაბამის ინფორმაციას, არ გვაქვს უფლება, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩავატაროთ სხვა ქვეყანაში. ეს ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში ატვირთულია სხვა ქვეყნებიდან და არა საქართველოდან, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ამ სამართლებრივი შუამდგომლობების პასუხს, რომელთა მიღების შემთხვევაში მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას“,-აღნიშნა შოთაძემ.

მთავარი პროკურორის განმარტებით, ვიდეოკადრები ატვირთულია მეზობელი ქვეყნებიდან, თუმცა გამოძიების დასრულებამდე შოთაძე კონკრეტულ ქვეყნებს არ ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი ირმა ჭკადუა ირაკლი შოთაძის ანგარიშს შთამბეჭდავს უწოდებს
შემდეგი სტატია„ოკუპაციის კანონი ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია და ის უნდა არსებობდეს“- თეა წულუკიანი