ირაკლი შოთაძე: ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა ახალ მტკიცებულებებს წარადგენს

„ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმზე პროკურატურა წარადგენს იმ ახალ მტკიცებულებებს, რაც მოიპოვა გამოძიების პროცესში და უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია, მიიჩნევს თუ არა ახალ მტკიცებულებებს იმ განაჩენის გამომრიცხავად, რაც აქამდე იყო გამოტანილი,- განაცხადა ჟურნალისტებთან მთავრმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თემის კომენტირებისას.

კითხვაზე, შევა თუ არა მთავარი პროკურატურა შუამდგომლობით, რომ გათავისიფლდეს გია გვიჩიანი, შოთაძე პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში არსებობს სასამართლოს ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც კონკრეტულ მსჯავრდებულებს განაჩენად გამოტანილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა. შესაბისად, ერთადერთი გზაა, სასამართლომ უნდა გადასინჯოს ეს განაჩენი, თუ მიიჩნევს, რომ ახალი მტკიცებულებებით ბათილდება ის მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობოდა განაჩენი. „რა თქმა უნდა ეს აისახება იმ სასჯელზე, რომელსაც მსჯავრდებულები იხდიან.”,- აღნიშნა შოთაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომ წლების წინ, შოთაძე ამ საქმეზე თავად იყო პროკურატურის წარმომადგენელი, როგორ ახსნის, იყო თუ არა ხარვეზები მაშინდელ გამოძიებაში.

„მე იმ შემთხვევაში გამოძიებასთან არანაირი შეხება არ მქონია. მე ვმონაწილეობდი არსებით განხილვაზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვახორციელებდი სახელმწიფო ბრალდებას, რომელიც მაშინდელი შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ იყო მოპოვებული. შესაბამისად, ამ მტკიცებულებების საფუძველზე დადგა მაშინ განაჩენი“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

პროკურატურამ ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმის გადახევდის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: კრწანისის ბაზაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიება დასკვნით ფაზაზეა
შემდეგი სტატიააჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს