ირაკლი შოთაძე: მამუკა ვასაძეზე არჩევნის შეჩერების ერთადერთი მთავარი მიზეზი და საფუძველი იყო მისი პროფესიონალიზმი

არის რამდენიმე თვითმხილველი იმისა თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან–ირაკლი შოთაზე

მთავარმა პროკურორმა საკადრო ცვლილებები შესახებ ისაუბრა. საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც ირაკლი შოთაძემ ამ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ განახორციელა, იყო მისი პირველი მოადგილის შეცვლა.

მთავარმა პროკურორმა მის პირველ მოადგილედ დანიშნა საგამოძიებო ნაწილის ყოფილი უფროსი მამუკა ვასაძე. ირაკლი შოთაძემ მისი ახალი მოადგილის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები უარყო.

„მამუკა ვასაძეზე არჩევნის შეჩერების ერთადერთი მთავარი მიზეზი და საფუძველი იყო მისი პროფესიონალიზმი. რაც შეეხება კითხვის ნიშნებს, არსებობს ეფექტური საშუალებები, ეფექტური დანაყოფები და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ დანაყოფებს მიმართონ და აუცილებლად რეაგირება ქნება ადეკვატური და ობიექტური. თუმცა მე ამ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, არ ვფლობ ინფორმაციას. ყველა მსგავს საჩივარზე რეაგირება მოხდენილია, მათ შორის გია სოსანაშვილის აბსურდულ ბრალდებებზე,“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მამუკა ვასაძემ იმ ბრალდებებზე ისაუბრა, რომელიც მის წინააღმდეგ ისმოდა.

„რაც შეეხება ხობის ბაზრობას, ეს საქმე საერთოდ გამოსაძიებლად იმ დანაყოფს არ ჰქონდა, რომელშიც მაშინ მე ვმუშაობდი,“ – განაცხადა მამუკა ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ვასაძეს საკმაოდ ხშირად ახსენებდნენ სხვადასხვა საქმეში მოწმეები და ბრალდებულები მას ადანაშაულებდნენ გარკევულ ზეწოლაში. ბრალდებები მთავარმა პროკურორმა და თავად მამუკა ვასაძემ უარყვეს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში Mein Kampf-ს გამოსცემენ
შემდეგი სტატიაკრემლმა პირობა დადო, რომ ჩერნოგორიის ნატოში მიწვევას უპასუხოდ არ დატოვებს