ირაკლი შოთაძე: კრწანისის ბაზაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიება დასკვნით ფაზაზეა

ე.წ. კაბელების საქმეზე ნოდარ ხადურის, ირაკლი ალასანიას და ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვის საჭიროების წინაშე გამოძიება არ იდგა

კრწანისის ბაზაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიება დასკვნით ფაზაზეა, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კრწანისის ბაზაზე მომხდართან დაკავშირებით შესაბამის განცხადებას პროკურატურა გაავრცელებს.

“ამ ეტაპზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გუშაგი მოქმედებდა შიდა ინსტრუქციის და შესაბამისი შიდა ბრძანებების ფარგლებში, დანარჩენს რაც შეეხება, გამოძიება დასკვნით ფაზაზეა, მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება და ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა გაავრცელებს შესაბამის განცხადებას“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

banner
წინა სტატიაში“დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტი და ევროპული საბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებს”
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა ახალ მტკიცებულებებს წარადგენს