ირაკლი შოთაძე: გიორგი პაპუაშვილი მომდევნო კვირას დაიკითხება

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შემდეგ კვირას, მისივე თხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიკითხება.

ამის შესახებ მტავარმა პროკურორმა, “იმედის დროისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“კონკრეტულად ამ ეტაპზე, სასამართლოს ყველა მოსამართლე წევრი არის დაკითხული. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვა შემდეგ კვირაში, მისივე თხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელდება. ვფიქრობ, შემდეგ კვირაში ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტულ შუალედურ შედეგებზე ვისაუბროთ, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესებს არ დააზიანებს”,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტროში ფუნდამენტური რეფორმებია გასახორციელებელი
შემდეგი სტატია(foto) საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტი მიმდინარეობს