ირაკლი შოთაძე: ევროკავშირი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელიც პროკურატურას ხელს უწყობს რეფორმირებაში

არის რამდენიმე თვითმხილველი იმისა თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან–ირაკლი შოთაზე

ევროკავშირი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელიც პროკურატურას ხელს უწყობს რეფორმირებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” განუცხადა, სადაც ევროკავშირის პროექტის “სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
“ევროკავშირი არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ უშუალოდ პროკურატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, რომელიც საკუთარი პროექტის ფარგლებში ხელს უწყობს ჩვენს უწყებას რეფორმირებაში, მხარდაჭერა საქართველოში”, რომელიც დღეს იხურება”, – განაცხადა შოთაძემ.
როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა, რამაც ხელი შეუწყო არასრულწლოვნების კოდექსთან მიმართებაში, ასევე პატიმრობისა და დაკავების ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით პროკურორების გადამზადებას და სპეციალიზაციას.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი ქვეყნის პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომების მოწვევის თხოვნით მიმართავს
შემდეგი სტატიაევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის ანგარიშის გამოქვეყნების შესაძლო გადადებას ნატალი საბანაძე ადასტურებს