ირაკლი შოთაძე – ე.წ კასრების საქმეზე ყველა საჯარო მოხელე, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, პასუხისგებაშია მიცემული

ე.წ. კასრების საქმეზე ყველა ყოფილი თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, ვინც ჩართული იყო კონკრეტული პირების მიმართ წამებისა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობის მოქმედების ჩადენაში, მიცემულია პასუხისგებაში, – განუცხადა მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებს.

ირაკლი შოთაძის თქმით, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.

„რაც შეეხება მეორე ნაწილს, ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მას შემდეგ რაც დადგინდება და იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები“,- აღნიშნა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაში„ოკუპაციის კანონი ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია და ის უნდა არსებობდეს“- თეა წულუკიანი
შემდეგი სტატია“დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტი და ევროპული საბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებს”