ირაკლი შონია – საქართველოს პატრიარქმა ჯერ კიდევ ადრე მიმართა გიორგი გახარიას -“დიდი ხანი არ არის, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდებით და უკვე მოიპოვეთ ხალხის ნდობა და პატივისცემა!”

ანალიტიკოსი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ “საქართველოს პატრიარქმა ჯერ კიდევ ადრე მიმართა გიორგი გახარიას შემდეგი სიტყვებით:”დიდი ხანი არ არის,რაც შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდებით და უკვე მოიპოვეთ ხალხის ნდობა და პატივისცემა!”

როგორც ანალიტიკოსი წერს – ბაქოდან დაბრუნებულმა პრემიერმა ყველას მოუწოდა ძალიან ფრთხილად მოეკიდონ ამ თემას და თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო პროვოკაციული გამოხდომებისგან. ეს განაცხადი და გაფრთხილება სწორედ იმ მეხუთე კოლონას ეხებოდა რომელნიც გამუდმებით ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას

საქართველოს პატრიარქმა ჯერ კიდევ ადრე მიმართა გიორგი გახარიას შემდეგი სიტყვებით:”დიდი ხანი არ არის,რაც შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდებით და უკვე მოიპოვეთ ხალხის ნდობა და პატივისცემა!” მას მერე დრო საკმაოდ გავიდა და ეს სიტყვები კიდევ უფრო გამყარდა! ამჯერად უკვე პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას პატრიარქი ოფიციალურად მიმართავს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ჩაერიოს, მოლაპარაკების დროს იხელმძღვანელოს სწორედ ეროვნული ხელისუფლების დროს, 1991 წლის აპრილში მიღებული #315 ბრძანებულებით,როდესაც დავით გარეჯში აილაგმა რუსეთის მიერ მოწყობილი სამხედრო პოლიგონი, გაწვეული იქნენ სამხედროები და ქართული ეკლესია-მონასტრები გადმოეცა საპატრიარქოს! ამ მიმართვიდან ორ დღეში, საქართველოს პრემიერ მინისტრი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, სადაც პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრისას გიორგი გახარიამ განაცხადა: ჩვენი პარტნიორობა მართლაც გასცდა რეგიონულ მნიშვნელობას და საერთაშორისო დონის თემა გახდა. პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის,რამეთუ დარწმუნებული ვარ,რომ ამ ვიზიტით ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები….განაცხადა პრემიერმა….

ამ ვიზიტმა უსწრაფესი შედეგი გამოიღო და დღეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ქართველ მომლოცველებს შეუძლიათ ჩავიდნენ დავით გარეჯში! სულ მალე ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება საქართველოს სასიკეთოდ!
ბაქოდან დაბრუნებულმა პრემიერმა მოუწოდა ყველას ძალიან ფრთხილად მოეკიდონ ამ თემას და თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო პროვოკაციული გამოხტომებისგან,ეს განაცხადი და გაფრთხილება სწორედ იმ მეხუთე კოლონას ეხებოდა რომელნიც გამუდმებით ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას,ამის თვალნათელი მაგალითია სამაჩაბლოში და აფხაზეთში დაწყებული და ქართველი ერის წინააღმდეგ დასრულებული ღალატი!
სამწუხაროდ საქართველოში არ მომხდარა ლუსტრაციის კანონის მიღება, მაგრამ ზოგიერთი “შინაური” თავისი ქმედებით თავად ახდენს თავისი საქციელით საკუთარი პერსონის ლუსტრირებას”- წერს ირაკლი შონია

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტი გაუქმდა-ინტერვიუ იგორ კოპალიანთან
შემდეგი სტატიაიუსტიციის საბჭომ 37 მოსამართლე უვადოდ გაამწესა