ირაკლი შონია: სამეგრელო-ზემო სვანეთი CPMR-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა რაც ალექსანდრე მოწერელიას დამსახურებაა

ანალიტიკოსი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში სამეგრელო-ზემო სვანეთის, საზღვაო რეგიონების კავშირის CPMR-ში გაწევრიანებას გამოეხმაურმა. როგორც პოლიტოლოგი წერს, აღნიშნული გაერთიანება 1973 წელს შეიქმნა და ორიენტირებულია ისეთ სფეროებზე როგორიც არის სოციალურ-ეკონომიკური თანამშომლობა, ევროპული მართველობა, კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა, საზღვაო პოლიტიკა, გაერთიანება მხარს უჭერს რეგიონების გაძლიერებას ევროპულ მართველობაში და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება პროექტების დაფინანსებას ევროკავშირის ეგიდით:

,,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, საზღვაო რეგიონების კავშირის CPMR-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა რეგიონის რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას დამსახურებით!

,,conference of peripheral maritime regions“ წარმოადგენს საღვაო კავშირს, რომელიც ოცდაოთხი ქვეყნის 150 რეგიონს აერთიანებს,მასში შედიან ისეთი მეწინავე ქვეყნები როგორიც საფრანგეთია, იტალია, ფინეთი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, პორტუგალია, დანია, საბერძნეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, თურქეთი და სხვა ეკონომიკურად განვითარებული საზღვაო ქვეყნები…

47-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა იტალიის ქალაქ პალერმოში,სადაც სადაც მონაწილეობას ღებულობდა წევრი ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები,მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია. სადაც საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას,რასაც მოჰყვა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გაწევრიანება სრულუფლებიანი მანდატით!

ალექსანდრე მოწერელია აცხადებს რომ: აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა,ძალიან მნიშვნელოვანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის! გვაქვს შესაძლებლობა საზღვაო საქმიანობის,ტურიზმის განვითარების,სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების,რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი რეგიონის განვითარების დონეს!“ წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო არენაზე აღიარებულია, რომ ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები