ირაკლი შონია – პრემიერი განსაკუთრებულ პრიორიტეტად მიიჩნევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სახელმწიფოსთვის ეკონომიკური სირთულეების დაძლევის საკითხებს

ჩვენი ქვეყნის პრემიერი შემოღებულ საგანგებო მდგომარეობის წესებს ამკაცრებს,ვინაიდან მოემატა კოვიდ-ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, – ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი დონია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველო გიორგი გახარიას თაოსნობით ვირუსს თავს დააღწევს.

“ჩვენი ქვეყნის პრემიერი შემოღებულ საგანგებო მდგომარეობის წესებს ამკაცრებს,ვინაიდან მოემატა კოვიდ-ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ცხადია ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი დაუდევარი მოქალაქეების მხრიდან სადღესასწაულო დღეებში,შეიძლება კიდევ უფრო მძიმე შედეგიც მივიღოთ!
ამიტომ ათი დღის განმავლობაში საქართველოს მსხვილ ქალაქებში;თბილისში,ქუთაისში,ბათუმსა და რუსთავში იკრძალება მოქალაქეთა შემოსვლა და ქალაქის დატოვება! ასევე საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება!
პრემიერის თქმით ეს ყოველივე არაა იოლი,მაგრამ ყველანაირად უნდა გავუმკლავდეთ მსოფლიოში არსებულ გლობალურ საფრთხეს! პრემიერი განსაკუთრებულა პრიორიტეტად მიიჩნევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სახელმწიფოსთვის ეკონომიკური სირთულეების დაძლევის საკითხებს.ამავე დროს აცხადებს რომ გადაწყვეტილებების მიღება მისთვის მარტივი არ არის,როცა ფიქრობს თითოეული ადამიანის განცდებსა და გრძნობებზე,მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოება და სახელმწიფო ინტერესები უპირველესია მისთვის და ცხადია ყოველი ჩვენთაგანისთვის!
გიორგი გახარია აცხადებს:„მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეზღუდვები უზარმაზარი დისკომფორტის მომტანია როგორც ყოველდღიური ცხოვრების, ისე ჩვენი შემოსავლების, ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის, კომპანიებისა და სამუშაო ადგილებისთვის, ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც უნდა მივიღოთ და თითოეული ჩვენგანი ამას უზარმაზარი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. ეს არ არის პერსონალური პასუხისმგებლობა იმ სოციუმის მიმართ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ”
მსოფლიოში არნახული მასშტაბით იმატებს ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა და ცხადია ამ უსაშინლეს “ბიოლოგიურ ომს” მოგება და გამარჯვება უნდა! პრემიერის ნაბიჯებიც სწორედ ამისკენ არის მიმართული!
გიორგი გახარიას თაოსნობით საქართველო თავს დააღწევს ამ მძიმე სენს და ჩვენ მასთან ერთად გამარჯვებულები გამოვალთ”, – წერს ირაკლი შონია.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – განმეორებით დაინფიცირება იშვიათია, თუმცა ამის შემთხვევები არის, ამიტომ ავირჩიეთ ჩინეთის მაგალითი და გამოჯანმრთელებულები ორკვირიან თვითიზოლაციაში გადადიან
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი: “მადლობა აზერბაიჯანს მხარდაჭერის ძლიერი გზავნილისთვის”