ირაკლი შონია პრემიერ-მინისტრზე – გამოვიდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან, ყოველგვარი სახელმწიფო პროტოკოლის და ესკორტის გარეშე და აუჩქარებელი ნაბიჯით გაემართა თავისუფლების მოედანისკენ

მოედანზე  მისი გამოჩენა ცხადია მაშინვე შესამჩნევი ხდება და ყველას ყურადღება მისკენ არის მიპყრობილი….ტრიბუნაზეც დინჯად ადის და მხოლოდ გიორგი გახარია აცხადებს: -“ძალიან კარგად მახსოვს 1991 წლის 9 აპრილიდან,თითოეულმა ჩვენთაგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ რა მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან!” – ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიების შეფასებისას აცხადებს.

ჟურნალისტი წერს, რომ სიტყვით გამოსვლლისას გიორგი გახარიამ როგორც ისტორიკოსმა მოკლე ექსკურსი ჩაატარა საქართველოს ისტორიის და ამავე დროს როგორც ჭეშმარიტმა კოლხმა დასძინა:-აქ ყოველთვის იყო ევროპა!

„გამოვიდა მთავრობის კანცელარიის შენობიდან,ყოველგვარი სახელმწიფო პროტოკოლის და ესკორტის გარეშე,აუჩქარებელი ნაბიჯით გაემართა თავისუფლების მოედანზე. მისი გამოჩენა ცხადია მაშინვე შესამჩნევი ხდება და ყველას ყურადღება მისკენ არის მიპყრობილი….ტრიბუნაზეც დინჯად ადის და მხოლოდ გიორგი გახარია აცხადებს: -“ძალიან კარგად მახსოვს 1991 წლის 9 აპრილიდან,თითოეულმა ჩვენთაგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ რა მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან!”
გიორგი გახარია როგორც ისტორიკოსი მოკლე ექსკურს ატარებს საქართველოს ისტორიის და ამავე დროს როგორც ჭეშმარიტი კოლხი დასძენს:-:აქ ყოველთვის იყო ევროპა! ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორიაც! ათასწლეულების წინ,დიდი კოლხეთიდან დაიწყო საქართველოს ევროპული გზა! მაშინ როცა ბერძენმა არგონავტებმა აქ,საქართველოში,კოლხეთში იპოვეს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსეული ნაწილი!”
ჩვენი წმინდანების შესახებ არა ერთგზის მომისმენია და დავსწრებივარ შეხვედრებს და სემინარებს,მაგრამ პრემიერისგან სულ სხვა სიღრმისეულ კონტექსტში მოვისმინე წმინდა ნინოს მისია. გიორგი გახარია:-“მაშინ როდესაც მეოთხე საუკუნეში რომის იმპერიიდან წმინდა ნინომ საქართველოში შემოიტანა ქრისტიანობა და მას შემდეგ ქართული სახელმწიფოებრიობის იდეალი გახდა სწორედ ევროპული ქრისტიანულ ფასეულობებზე დამყარებული ქვეყანა!’
14დეკემბრის მრავალათასიანი აქციაც საქართველოს დედაქალაქში და თბილისის მთავარ მოედანზეც სწორედ ამის დამადასტურებელი იყო გზა ევროპისკენ,ცივილიზებული ქვეყნის მომავალი მსოფლიო დასავლეთის სამყაროსკენ!
ჩვენი ქვეყნის მთავარი ფუნდამენტი სახელმწიფო სუვერენიტეტი, მარადიული ფასეულობა დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო“, – წერს ირაკლი შონი

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – არიან ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ევროპულ გზას
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: 2012 წლის იდეალები იყო სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯა!