ირაკლი შონია გიორგი გახარიაზე – საქართველოს გაუმართლდა,რომ ასეთი წინამძღოლი გამოუჩნდა სახელმწიფოს სათავეში

საქართველოს გაუმართლდა,რომ ასეთი წინამძღოლი გამოუჩნდა სახელმწიფოს სათავეში, – ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელ facebook-ში წერს.

მან კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო ცენტრის გახსნაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ბავშვებს, რომელთაც თავისი სამყარო აქვთ სჭირდება სულ სხვა მიდგომა,უფროსებთან ურთიერთობით პოზიტიური განწყობის და მათთვის დადებითი გარემოს შექმნა და ყველაზე მეტად ეს გიორგი გახარიას გამოუვიდა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში გახსნა კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო ცენტრი,რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ბავშვთა მკურნალობაზე და შემდგომ სარეაბილიტაციო მუშაობაზე… გარდა პროფესიონალი მედ პერსონალისა და მათი სამსახურებლივი საქმიანობისა,ბავშვებს, რომელთაც თავისი სამყარო აქვთ სჭირდება სულ სხვა მიდგომა,უფროსებთან ურთიერთობით პოზიტიური განწყობის და მათთვის დადებითი გარემოს შექმნა,გუშინ ყველაზე მეტად ეს გამოუვიდა გიორგი გახარიას,თავისი ადამიანობით,სიკეთით და ჰუმანურობით!
ერთს ვიტყვი საქართველოს გაუმართლდა,რომ ასეთი წინამძღოლი გამოუჩნდა სახელმწიფოს სათავეში!
ექიმმა ცერცვაძემ,პანდემიასთან ბრძოლის “ტროიკა” გამყრელიძე,იმნაძე და შემდგომ საკუთარ თავი დიუმას პერსონაჟებს “სამი მუშკეტერიდან” ათოს,პორთოს და არამისს შეადარა,ხოლო გიორგი გახარია დარტანიანს…მართლაც ზოგჯერ ექიმმაც უნდა გადაუხვიოს მედიცინის სფეროზე საუბარს და სულ სხვა კონტექსტით დაინახოს ადამიანები!
წარმატებები ქართველ ექიმებს!
წარმატებები საქართველოს პრემიერს!”, – აღნიშნა ირაკლი შონიამ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე პოლიციის წინაშე დამსახურებისთვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა