ირაკლი შონია – გიორგი გახარიას მთავარი გზავნილი, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიან მოლაპარაკებას და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ ააქვს, ეს განაცხადი ყველაზე მძლავრი იარაღია

გიორგი გახარიას მთავარი გზავნილი, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიან მოლაპარაკებას და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ ააქვს, ეს განაცხადი ყველაზე მძლავრი იარაღია – ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შონია აღნიშნავს, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერისა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის შეხვედრაც ცხადყოფს საქართველოს მთავრობას და პრემიერს რა პოზიცია უკავია საერთაშორისო პოლიტიკის ავანსცენაზე.
„მთელი მსოფლიო შეშფოთებით თვალყურს ადევნებს ფართო მასშტაბიან საომარ მოქმედებებში არ გადაიზარდოს აშშ და ირანს შორის გართულებული მდგომარეობა, ამის პარალელურად ევროპის “ფილტვები” იწვის ხან ამაზონში და ხანაც მწვანე კონტინენტად შერქმეულ გადახანძრულ ავსტრალიაში. ჩვენი უძველესი ტრადიციების მქონე ქრისტიანული საქართველო კი შობას აღნიშნავს უკეთესი მომავლის რწმენით და იმედით!
მშვიდობა რომლის ფასიც კარგად ვიცით, ეკლიან მავთულხლართებით დასერილ შიდა ქართლსა თუ აფხაზეთში. საქართველო, როგორც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სახელმწიფო მჭიდრო პარტნიორი ხდება თურქეთის და აზერბაიჯანის, საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას ვიზიტით და ხელმოწერილი ერთობლივი ხელშეკრულებით ერდოღანთან და ალიევთან. ბოლო პერიოდში კი ჩვენს ქვეყანასთან ახლოს ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა იძაბება, რთულია ამ ვითარებაში ოქროს შუალედი გამონახოს ჩვენმა სახელმწიფომ და დანის პირზე არ გაიაროს, მით უფრო როცა ვისწრაფვით ევროინტეგრაციისკენ და ვცდილობთ ნატოს სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ! საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას მთავარი გზავნილი და განაცხადია მშვიდობა და როგორც თავად აცხადებს – ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიან მოლაპარაკებას და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ ააქვს! ეს განაცხადი ყველაზე მძლავრი იარაღია და უმნიშვნელოვანესი აქცენტი ბ-ნ გიორგის!
ამავე დროს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წინამძღოლი ოპერატიულად აკვირდება მსოფლიო პოლიტიკის მაჯისცემას და აცხადებს რომ საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან კავშირზეა საერთაშორისო პარტნიორებთან და აკვირდება მოვლენების განვითარებას! მას ძალიან კარგად მოეხსენება (და თითოეულ ჩვენთაგანს) კონფლიქტის გაღრმავების შემთხვევაში რა პოლიტიკურ და ეკონომიურ სირთულეებს გამოიწვევს ყოველივე!
გიორგი გახარია როგორც მზრუნველი ადამიანი, ასევე ერთმნიშვნელოვნად ამახვილებს ყურადღებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ავალებს დაძაბულობის ზონაში თუ იმყოფებიან ჩვენი თანამოქალაქეები საკონსულოებმა და საელჩოებმა სრული დახმარება აღმოუჩინონ!
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერთან ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, მათ იმსჯელეს კვლავ მჭიდრო, ორმხრივ თანამშრომლობაზე, უსაფრთოების საკითხებზე! ეს შეხვედრა ცხადყოფს საქართველოს მთავრობას და მის პრემიერს რა პოზიცია უკავია საერთაშორისო პოლიტიკის ავანსცენაზე!
გიორგი გახარია შობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის იმედიან მომავალს, შობას, როგორც განახლებული სიცოცხლის დასაწყისს!
პრემიერის სწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ ყოველივე ამას მივაღწევთ!“, – აცხადებს ირაკლი შონია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში „პრეზიდენტის რეზიდენციაზე“ კრიმინალურმა ავტორიტეტებმა და პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივად მიიტანეს იერიში