ირაკლი შონია – გიორგი გახარიას არასოდეს ავიწყდება რომ სამაჩაბლო საქართველოა, ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი და შიდა ქართლის გული

საქართველოს პრემიერს კარგად ახსოვს,როგორ დაიწყო საომარი მოქმედებები სამი ათეული წლის წინ სამაჩაბლოში თუ გარე ძალებმა როგორ აამოქმედეს სეპარატისტული ნაღმი ახლად გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ! ამიტომაც არასოდეს ავიწყდება რომ სამაჩაბლო საქართველოა, ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი და შიდა ქართლის გული! დღეს მისი ვიზიტი ნიქოზში მნიშვნელოვანია,სოფელში სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და დღესაც სწორედ აქ არის ყველაზე საგრძნობი ოკუპანტის მავთულხლართები! როგორც ყველა მამულიშვილის,ისე გიორგი გახარიას გულის ტკივილია ყოველივე, – ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შონია აღნიშნავს, გიორგი გახარიამ ყველა შეხვედრა ოპტიმისტური განცხადებებით დაასრულა და ალბათ ერთ-ერთ იმედიან და მომავლისთვის ისტორიულ ფრაზად შეიძლება ჩაითვალოს მისი სიტყვები – საქართველო გახდება დედამიწაზე, ყველაზე მწვანე ქვეყანა.

„საქართველოს პრემიერმა მოინახულა ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალი,ისაუბრა თუ დღემდე მედიცინის მუშაკები როგორი პროფესიონალიზმით ებრძვიან პანდემიას და შედეგიც სახეზეა,ასევე აღნიშნა რომ ამბულატორია უნდა იყოს აღჭურვილი საჭირო უახლესი სამედიცინო ტექნიკით და მედიკამენტებით! რაც მთავარია ნიქოზში პრემიერის ვიზიტი ეს არის უდიდესი იმედი და ოპტიმიზმი ადგილობრივი მოსახლეობისთვის! პრემიერი ასევე შეხვდა ადგილობრივ ფერმერებს,ისაუბრა მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე სადაც აღნიშნა რომ: ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი,თუ რა შეუძლია შრომას და როგორ შეუძლია ქვეყანას ემსახურო,განსაკუთრებით აქ,და ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები! პანდემიის დროს ტურიზმთან ერთად დარტყმა მიიღო სოფლის მეურნეობამ,ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება გადაუნაწილოს შეღავათები და დახმარება ფერმერებს! ეტაპობრივად მოხდება საწვავის გაიაფება,ვაუჩერიზაცია ჰეკტარ მიწაზე,რაც 27 000 ფერმერმა გამოიყენა უკვე!
გიორგი გახარია აღნიშნავს:მუშაობა გავაგრძელოთ და მოვემზადოთ, იმ უკეთესი პერიოდისთვის,რომელიც ნამდვილად დადგება!
პრემიერი ადგილზე მისვლით გაეცნო ხაშურის 13 კმ-იანი შემოვლითი მაგისტრალური გზატკეცილის მშენებლობას. ოთხზოლიანი მაგისტრალი გააუმჯობესებს ავტომანქანით გადაადგილებას,შემცირდება გადაადგილების დრო და გადაზიდვის ხარჯები,რაც მთავარია მაქსიმალურად უსაფრთხო გახდება ავტომანქანით გადაადგილება. შენდება 21 ხიდი,5 გვირაბი,რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები და სადრენაჟე სისტემა…
საქართველოს პრემიერმა ასევე მოინახულა ქარელის ხილის გადამამუშავებელი კომპანია,რომელმაც სახელმწიფო პროგრამის “დანერგე მომავლის” ფარგლებში 1 ჰა ატმის და 10 ჰა ქლიავის ბაღები გააშენა,რის გამოც 50 000 ლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვა.პრემიერის თქმით მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქციის წარმოება!
შეხვედრებზე პრემიერმა განსაკუთრებულ პრიორიტეტად ტურიზმის განვითარება დაასახელა და განაცხადა:” ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში, საქართველოში იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, ხანდახან სირცხვილია. ახლა გვაქვს ამის შესაძლებლობა და მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულადაც და ვალდებულებიც ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებს ვაჩვენოთ და შემდგომ უკეთესად მოვემზადოთ, რომ კიდევ უფრო ეფექტურად და ხალისიანად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს”…
გიორგი გახარიამ ყველა შეხვედრა ოპტიმისტური განცხადებებით დაასრულა და ალბათ ერთ-ერთ იმედიან და მომავლისთვის ისტორიულ ფრაზად შეიძლება ჩაითვალოს მისი სიტყვები რომ:საქართველო გახდება დედამიწაზე,ყველაზე მწვანე ქვეყანა”, – წერს ჟურნალისტი ირაკლი შონია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში სახელმწიფო ვერტიკალმა კარგად იმუშავა, ყველა საპასუხო ღონისძიება დროულად, ეფექტიანად და ადეკვატურად გატარდა
შემდეგი სტატია„თეგეტა მოტორსში“ ადასტურებენ, რომ კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა