ირაკლი შონია – გიორგი გახარიამ თავისი პრემიერობა დაიწყო კავკასიური პოლიტიკის დალაგებით და განმტკიცებით მეზობელ ქვეყნებთან

რომ არა პანდემია,რომელმაც არა მარტო ჩვენ,მთელს მსოფლიოს შეუქმნა საფრთხე,ვინ იცის რამდენი საქმიანი ვიზიტი გვექნებოდა უცხო ქვეყნებთან და რომელთაც სურთ პარტნიორული საქმიანი კონტაქტი საქართველოსთან, – ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მოსახლეობა გიორგი გახარიასგან მოითხოვს ახალი მინისტრთა კაბინეტის შექმნას,რეგიონებში ახალი რწმუნებულების დანიშვნას,რომელნიც თავისი საქმის პროფესიონალობის გარდა,იქნებიან პატიოსანი ადამიანები,ერთგულები.

“გიორგი გახარიამ თავისი პრემიერობა დაიწყო კავკასიური პოლიტიკის დალაგებით და განმტკიცებით მეზობელ ქვეყნებთან,ბაქოსთან და ერევანთან…უმნიშვნელო იყო მისი მონაწილეობა ტანაპის ღონისძიებაზე თურქეთში…მეგობრული და საქმიანი შეხვედრა ერდოღანთან და ალიევთან,თბილისში სტუმრობა ფაშინიანის…ეკონომიკური ფორუმი კიევში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე დღიანი ვიზიტი დავოსში,სადაც მსოფლიო წამყვან პოლიტიკოსების და უმსხვილესი ბიზნესმენების წინაშე წარდგა გიორგი გახარია…(ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო,როგორც ჟურნალისტს დავოსის თემაზე ვრცელი წერილი მომემზადებინა)…საქართველოს პრემიერი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინამძღოლი პოლიტიკოსია,არამედ ის ერთ-ერთი წარმართველი ფიგურაა კავკასიურ საკითხებში,ამიტომ ახლად არჩეულმა საკანონმდებლო ორგანომ უმოკლეს ვადაში კვლავ უნდა აირჩიოს საქართველოს პრემიერად გიორგი გახარია!

მასზე დამოკიდებულია ჩვენი სახელმწიფოს ბედი,სტაბილიზაცია და სწრაფვა მომავლისაკენ!

მოსახლეობა მისგან მოითხოვს ახალი მინისტრთა კაბინეტის შექმნას,რეგიონებში ახალი რწმუნებულების დანიშვნას,რომელნიც თავისი საქმის პროფესიონალობის გარდა,იქნებიან პატიოსანი ადამიანები,ერთგულები (თავად პრემიერის) და საკუთარ თავზე წინ სახელმწიფო ინტერესებს დააყენებენ!

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კი ყოველთვის მხარს დაუჭერს გიორგი გახარიას,როგორც პატრიოტ,ღირსეულ შვილს საქართველოსი და შორს მჭვრეტელ,დიპლომატ პოლიტიკოსს”, – აცხადებს ირაკლი შონია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატია“თუ იმ სცენაზე რომელიმე გამომსვლელს, მიაჩნია, რომ მიშას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა კანონიერია, მაგით დაიწყოს გამოსვლა და ვნახავთ”