ირაკლი შონია – დარწმუნებული ვარ ალექსანდრე მოწერელია კიდევ უამრავ პროექტებს განახორციელებს უკვე დეპუტატობის პერიოდში

ჟურნალისტი ირაკლი შონია სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საქმიანობას აჯამებს.

ჟურნალისტი იმ პროექტებზე საუბრობს, რომელიც ალექსანდრე მოწერელიას გუბერნატორობის დროს სამეგრელო-ზემო სვანეთში განხირციელდა.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია თანამდებობიდან გადადგა და სულ მალე საარჩევნო მარათონს გახსნილად გამოაცხადებს მარტვილის,აბაშის ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატობისთვის! მინდა მოკლე ექსკურსი გავაკეთო მისი გუბერნატორობის დროს რა გაკეთდა,რომელი პროექტები განხორციელდა და გაკეთდება მომავალში…მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ფოთში,ბათუმის საზღვაო ფილიალის შექმნა,რომელშიც ათასზე მეტ სტუდენტი მიიღებს საზღვაო სფეროში განათლებას და სპეციალობას.ფოთში ასევე მიმდინარეობს ისტორიული შენობის რეაბილიტაცია,რომელიც ადრე უშიშროების სამსახურს ეკავა და ახლა განახლებულ შენობაში განთავსდება მხატვართა სკოლა! ამჟამად ალექსანდრე მოწერელია აღდგენას ცდილობს მალთაყვის(სამუშაოები დაწყებულია)…მანამდე მოხდა ანაკლიის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია…ზუგდიდში მისი გუბერნატორობის დროს დასრულდა ნიკო დადიანის სასახლის სრული რეაბილიტაცია და მთლიანად აღდგენილ იქნა ისტორიული ბოტანიკური ბაღი…ინტენსიურად მიმდინარეობს ზუგდიდის ცენტრში თეატრის ახალი შენობის მშენებლობა…სენაკში დასასრულს უახლოვდება დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაცია,ასევე მიმდინარეობს ნოქალაქევის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაციაც…განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი,ალექსანდრე მოწერელიამ გააწევრიანა მსოფლიო საზღვაო რეგიონების პერიფერიულ კავშირში სრულუფლებიან წევრად…მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რეგიონში ფაროსანასთან ბრძოლის საქმიანობაში,კარდა-კარის პრინციპით დადიოდა ყველა რაიონში და ადგილობრივ მოსახლეობას განუმარტავდა როგორ აღმოეფხვრათ ფაროსანა,ორი ათასამდე შესაწამლი აპარატი გადაეცათ ფერმერებს,თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში გაწევრიანდა 25 000 ადამიანი,წელს რეგიონი ელოდება 55 000 ტონა საუკეთესო ხარისხის თხილს! სახელმწიფო პროგრამებით “აწარმოე საქართველოში” მრავალ კერძო მეწარმეს მოუმართა ხელი,ხუთი მსხვილი საწარმო დაფინანსდა, “დანერგე მომავლის” პროგრამით 1711 ბენეფიციარმა ისარგებლა აგროდაზღვევით.შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსდა 492 პროექტი.მესტიაში,ფოთსა და აბაშაში გაიხსნა სურსათის ეროვნული სააგენტოები.რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ასზე მეტ სკოლის შენობას. საბოლოო ჯამში სამი ათასზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დაიგო და რეაბილიტირებული იქნა 362 კმ გზა, აშენდა 12 ახალი ხიდი და 9 ხიდი რეაბილიტირებული იქნა,ცალკე აღნიშვნის ღირსია წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები,სამელიორაციო სამუშაოები ზუგდიდში,ფოთში,ანაკლიაში,ჯვარში, აბაშასა და მესტიაში.სტიქიის პრევენციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 38 პროექტი.აშენდა გადაუდებელი დახმარების რვა ცენტრი.გაიხსნა რუხის საავადმყოფო,სადაც პანდემიის პირობებში სასურსათო დახმარება გაეწია ოც ათასზე მეტ ოჯახს.ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები 14 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსეს. ზუგდიდში სოციალურად დაუცველ 26 ოჯახს ახალი სახლი აუშენდა.ასევე ახალი სახლები აუშენდათ 360 დევნილ ოჯახს. ზუგდიდში გაიხსნა რეგიონალური სახანძრო-სამაშველო სამსახურის სრულიად ახალი შენობა.აბაშასა და ხობში აშენდა საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრები. გაზიფიცირება მიმდინარეობს წალენჯიხის და ჩხოროწყუს 70 სოფელში…ელექტროენერგია სრულად მიეწოდა სვანეთში ჰაშკილსა და ხალდეს.რეაბილიტაცია უტარდება მესტიის მუნიციპალიტეტში კოშკებსა და მაჩუბებს…განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირათათვის 15 ადაპტირებული ახალი ავტობუსები ზუგდიდსა და ფოთში. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების და ეზოების კეთილმოწყობა,გარე განათება.ფოთსა და რუხში შენდება საფეხბურთო აკადემიის ბაზები.ეწყობა ვიზიტორთა ცენტრი კოლხეთის ეროვნულ პარკში და ჭურიაში.ასევე ტობავარჩხილის ტბებამდე მისასვლელი გზის გაყვანა.მოხდა კურორტ ლებარდეს განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცება.ზუგდიდში მიმდინარეობს ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის და ახალგაზრდული ცენტრის საპროექტო სამუშაოები…დასრულდა ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმის რესტავრაცია…
ეს ყველაფერი სრული ჩამონათვალი არ არის რაც ალექსანდრე მოწერელიას გუბერნატორობის დროს განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთში და რისი თვითმხილველიც მე თვითონ არა ერთ გზის ვყოფილვარ…
ცალკე თემაა ალექსანდრეს მიერ პირადი ხარჯებით გაწეული დახმარებები და მისი ქველმოქმედება,რომელზე საუბარს თავად თავს არიდებს,მაგრამ მოსახლეობისთვის ყველაფერი შესამჩნევია…დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავ პროექტებს განახორციელებს ალექსანდრე მოწერელია უკვე დეპუტატობის პერიოდში,ამიტომაც არჩევნებშიც გამარჯვებას ვუსურვებ”, – წერს ირაკლი შონია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში სილამაზის სალონი გაქურდეს
შემდეგი სტატიაილია მეორე: რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა