ირაკლი შონია – ამ დღეების ყველაზე სასაცილო “ქიუბია” გიორგი გახარიას ნდობის რეიტინგზე საუბარი “აზრთა გიგანტისა” და “დემოკრატიის მამის” სოზარ სუბარის მხრიდან

ამ დღეების ყველაზე სასაცილო “ქიუბია” გიორგი გახარიას ნდობის რეიტინგზე საუბარი “აზრთა გიგანტისა” და “დემოკრატიის მამის” სოზარ სუბარის მხრიდან, ასე ეხმაურება ჟურნალისტი ირაკლი შონია სოზარ სუბარისმიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

“ამ დღეების ყველაზე სასაცილო “ქიუბია” გიორგი გახარიას ნდობის რეიტინგზე საუბარი “აზრთა გიგანტისა” და “დემოკრატიის მამის” სოზარ სუბარის მხრიდან რომლის მხრებზე იდო არჩევნებში გამარჯვება, მისმა “უდავო” რეიტინგმა რომ “გადაფარა” თვით დამოუკიდებელი საქართველოს ერისკაცები, “ადამიანი ორკესტრი” რომელმაც პანკისში ჩააცხრო ვნებათა ღელვა, აგვარიდა დაპირისპირება დავით გარეჯში, ასე “უნაკლოდ” რომ გაუძღვა პანდემიის მომაკვდინებელ სენს და “გვიხსნა” დაღუპვისაგან, რომ “ასწია” ეკონომიკის დონე, 20 ივნისს,რომ პარლამენტის კარში აღიმართა ამბრაზურად და არ დაუშვა სახელმწიფო გადატრიალება, იმიტომაც “გაიმარჯვა” პირველივე ტურში და დღეს აცისკროვნებს თავისუფალ საქართველოს…
ხოო, როგორ გამომრჩა მოახლოვებული 25 თებერვლის ოკუპაცია,ქართველ იუნკრებთან ერთად რომ “იცავდა” პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას და სერგო ორჯონიკიძეს გამალებით ეკვეთა ტაბახმელაში…..აბა ჩვენ რიგითი მოკვდავები რა ჩასათვლელები ვართ ამბიონზე მდგარი მოწამე სოზარის წინაშე?!! შენც არ დაგვტოვო არ გადადგე ოღონდაც”, – წერს ირაკლი შონია.

banner
წინა სტატიაშილიეტუვის სეიმის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან
შემდეგი სტატიავხედავ,იმ ხალხისგან ვინც უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, ვხედავ მათგან კეთილ ნებას